Monday, November 26, 2018

,,პატარა მათემატიკოსები"



      დღეს, 26 ნოემბერს, მეშვიდე და მეტად მნიშვნელოვანი,საინტერესო და სახალისო საწრეო მუშაობა გვქონდა. წრის სამუშაო თემა იყო  ნატურალური რიცხვების გამრავლება და გაყოფა. მეოთხე კლასელებმა გაიხსენეს ნატურალური რიცხვების  გამრავლება და გაყოფა სხვადასხვა სახის აქტივობებით. ამოხსნეს ამოცანები და მაგალითები.
      მეორე კლასელები კი,რომელთაც გამრავლება და გაყოფა პითაგორას ცხრილით ჯერ არ უსწავლიათ,ხალისით მუშაობდნენ მანიპულატივებით. გროვებად მოცემულ 32,45,72 და ა.შ.რიცხვებს ყოფდნენ ტოლ შესაკრებებად. ტოლ შესაკრებთა გროვებს კრებდნენ და ასახელებდნენ ჯამს. ბოლოს კი, საინტერესოდ შეაჯამეს დღევანდელი შეხვედრა.







   

No comments:

Post a Comment