კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასი მუშაობდა სასწავლო პროექტზე ,,საზომი ერთეულები". პროექტის ხანგრძლოვობა იყო 3 კვირა და დღეს გვქონდა,ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები. ჯგუფებმა აგრეთვე წარმოადგინეს საზომი ერთეულების: საათების,სახაზავებისა და სასწორების მოდელები.დავბეჭდეთ ბროშურები.
პრეზენტაციაზე:
შევაჯამეთ პროექტის მნიშვნელობა.
მოდელების შექმნის პროცესი.
საინფორმაციო ბუკლეტი
ჯგუფების შექმნილი საინფორმაციო ბროშურები, საზომ ერთეულებზე.
მოსწავლეების მიერ შექმნილი ბროშურები და ბუკლეტები:
სოციალური პოექტი ,,ისევ ერთად ვართ"
20.11.2018 წელს ჩვენი სოციალური პროექტის გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობა განვახორციელეთ: ვესტუმრეთ საჩხერის ყრუთაკავშირის დღის ცენტრს,რომლის ბენეფიციარიც არის ,ჩვენი ყოფილი თანაკლასელი,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ( სსსმ) მოსწავლე ა.შ. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები( სსსმ მოსწავლის დედის თანხმობით), დავპატიჟეთ და ერთად დავესწარით საჩხერის რაიონში გასტროლებზე მყოფ უკრაინულ ,,ჯანოკომპანის" საცირკო სანახაობას.
სასწავლო პოექტი ,,მინიმუზეუმი"სკოლაში
მეოთხე კლასში ,,მე და საზოგადოების" საგანში გავაკეთე პროექტი თემაზე: ,,მინიმუზეუმი" სკოლაში.პროექტი გრძელდებოდა სამი კვირა. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები აგროვებდნენ და ქმნიდნენ სამუზეუმო ,,ექსპონატებს". ერთი ჯგუფი მუშაობდა ,,ხელოვნების მუზეუმზე", მეორე ჯგუფმა შექმნა ,,ფულის მუზეუმი". ყველაფერს საბოლოო სახე მიეცა 22 ნოემბერს.ჯგუფებმა გამოფინეს ექსპონატები,გაუკეთეს შესაბამისი წარწერები,სადაც აღნიშნეს ნივთის დასახელება,დანიშნულება და ასაკი.გამოუშვეს საინფორმაციო აფიშადა ,სადაც ამცნობდნენ მუზეუმის დაარსებას და ადგილმდებარეობას.პრეზენტაციის დროს მოირგეს გიდის როლი,თავის მოტანილ ნივთებს აცნობდნენ თანაკლასელებს.
სასწავლო პროექტი ,,ჩვენი წინაპრები"
05.04.2019 წელი.
კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასელებმა დაამთავრეს სასწავლო პროექტზე ,,ჩვენი წინაპრები" მუშაობა და მოვაწყვეთ პრეზენტაცია. ასევე შექმნეს სამახსოვრო ბროშურები ქართველ მეფეებზე: დავით აღმაშენებელზე და თამარ მეფეზე.
მოსწავლეები ინტერესით და მაღალი მოტივაციით მუშაობდნენ დაკისრებულ დავალებებზე. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პრეზენტაციების მომზადებაში, მასალის მოძიებაში.
ფოტოები მუშაობის დროს და პრეზენტაციაზეა გადაღებული.
ჯგუფების ნამუშევრები წარმოდგენილი საპრეზენტაციოდ.
ჯგუფებმა შექმნეს სამახსოვრო ბუკლეტები.
სასწავლო პროექტი
,,ჩვენ- მაყურებლები და მსახიობები"
13 ივნისს, დავამთავრეთ სასწავლო პროექტზე ,,ჩვენ-მაყურებლები და მსახიობები" მუშაობა.
პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ინტერვენცია იყო სპექტაკლზე დასწრება. 11 ვნისს ვესტუმრეთ საჩხერის მუნიციპალიტეტში, თოჯინების თეატრს. 13 ივნისს თვითონ მეოთხე კლასის მოსწავლეები, როგორც მსახიობები, წარსდგნენ სკოლის სცენაზე, მშობლების, მასწავლებლების და სკოლის მოსწავლეების წინაშე. მათ წარმოადგინეს ღონისძიება თემაზე : ,,საზოგადოება-ჩემი ქვეყანა".
პროექტის აქტივობების ფოტოები.
No comments:
Post a Comment