რეფლექსიები


რეფლექსია
       მიმდინარე სასწავლო წლის 1 მაისს ჩავატარე კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასში დიფერენცირებული გაკვეთილი ქართულში.გაკვეთილის თემა: კოლაუ ნადირაძის  ,,მაისი“. როგორც სასწავლო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა,რომ გაკვეთილი დაგვეგეგმა კოლეგებთან ერთად და ყოფილიყო დიფერენცირებული,ისე დავგეგმე კოლეგასთან-მანანა ფოფხაძესთან და გაკვეთილის სამივე ფაზა  მართლაც იყო გაჯერებული დიფერენცირებული დავალებებით.თემას  დაეთმო ორი საგაკვეთილო დრო-90 წთ.გაკვეთილი მე ჩავატარე და მანანა ფოფხაძე დამკვირვებლის როლში იყო.
    ორივე გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად.არც ერთი აქტივობა არ დარჩენილა გაუგებარი და დაუმუშავებელი მოსწავლეების მხრიდან.გაკვეთილის სამივე ფაზაში იყო დიფერენცირებული დავალებები.მოსწავლეებმა გაკვეთილზე მოახერხეს დარგობრივი და თემატური სახის თემების დაწერა.გაიაზრეს ლექსის თითოეული სიტყვა,რაშიც დამეხმარა აქტივობა: შევავსოთ ,,საკითხის რუკა“.მნიშვნელოვანი იყო დიფერენცირებული დავალებები სინონიმებზე მუშაობისას. ყურადღება მივაქციეთ სწორ,გამომეტყველებით კითხვას,მოსწავლეებმა შეასწრულეს წერითი დავალება  ,,ვწეროთ ლამაზად“.გაკვეთილის თემის შეჯამება მოხდა ინდივიდუალური მუშაობით : აქტივობა: ,,ლექსი და ემოცია“. სადაც დაწერეს -რა ემოცია გამოიწვია მათში ამ ლექსმა;-ერთი სიტყვა რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ;-ერთი ფრაზა,რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ.შეფასება მოხდა მასწავლებლის მიერ,წინასწარი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
  აღსანიშნავია,რომ გაკვეთილს რაიმე ხარვეზი არ ჰქონდა.გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა.საინტერესო იყო ჩემთვის ეს გაკვეთილი,რადგან პირველად ჩავატარე დაწყვილებული გაკვეთილი და ასე დიფერენცირებული დავალებებით.

კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებელი:
იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
2018 წელი მაისი.


დამკვირვებლის რეფლექსია ჩატარებულ დიფერენცირებულ ქართულის გაკვეთილზე
   III კლასი , მასწავლებელი იამზე ჩარქსელიანი- გოგატიშვილი
                                                  დამკვირვებელი: მ. ფოფხაძე
                                                                                            01.05. 2018წ

გაკვეთილის თემა   ,,კ. ნადირაძის  ,,მაისი“
                                     მიზანი  : -ბუნების მოვლენებზე დაკვირვება
                                                          -ლექსისი გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება
                                                          -პოეტური ტექსტის აღქმა, გაგება -გააზრება
                                                          -მარტივი დარგობრივი|მხატვრული ტექსტის შექმნის
                                                                უნარ-ჩვევის განვითარება
                                                          - ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
ორი დაწყვილებული გაკვეთილი-90წთ.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. მიზანი შეესაბამებოდა ესგ გათვალისწინებულ
შედეგებს.
                                                                            A ფაზა
ამ ფაზაში მასწავლებემა განახორციელა ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, თემისა და მიზნის გაცნობა და მარტივი საინფორმავიო ტექსტის შექმნა. მოსწავლეები სხედან  მზაობის მიხედვით , სამ ჰომოგენულ ჯგუფად და  დავალებებიც შესაბამისი აქვთ.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს.
                                                                           B ფაზა         
ამ ფაზაში შესრულდა  პოეტური ტექსტის კითხვა მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ,
ტექსტის გააზრებასა და  ფაქტებზე ორინტირებულ კითხვებზე მუშაობა. გამოიყენა ჩუმი კითხვის მეთოდი , რის საფუძველზეც შეავსეს საკითხის რუკა. განახორციელა მხატვრულ სახეებზე  დაკვირვება- ინდივიდუალური მუშაობით სახელმძღვანელოზე.

                                                                              C ფაზა
ამ ფაზაში შესრულდა აქტივობა-  წყვილებში კითხვა ,,რომელი წყვილის წაკითხული სჯობს“
ყურადღება მახვილდება სწორ, ინტონაციურ კითხვაზე. წყვილები აკეთებენ თვითშეფასებას.
აქტივობა -,,გაიხსნე და შეადარე“- ამ აქტივობით გაიხსენეს და შეადარეს ადრე ნასწავლს , ნანახ და გაგონილს.
აქტივობა- წერა. მზაობის მიხედვით ასრულებენ დავალებას,:- ტექსტის შედგენა,
                                               - შეურჩიონ არსებით სახელებს ზედსართავი სახელები,
                                                -ამოწერონ ლექსიდან ზამთარზე გამარჯვება, გაზაფხულის წვიმა...
 ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებლიდან იღებენ უკუკავშირს.
აქტივობა- სინონიმებზე მუშაობა. აქტივობა სრულდება მზაობის მიხედვით.:-მსგავსი შინაარსის სიტყვები, -სწორი პასუხის შერჩევა,  -სათანადო სიტყვის ჩასმა.
ჯგუფები აკეთებს პრეზენტაციას , მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს.
აქტივობა- ,,ვწეროთ ლამაზად“. ლექსიდან ერთი სტროფის დაწერა, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ. ყურადრება ექცევა კალიგრაფიას.
აქტივობა - თემის შეჯამება. ინდივიდუალურად  ურიგდებათ კითხვარებიანი ბარათები და ავსებენ.
აქტივობა შეჯამება-შეფასება
მოსწავლეები კითხვების საშუალებით აფასებენ გაკვეთილს და ჯგუფებს.
აქტივობა- საშინაო დვალება. ლექსი ზეპირად. დახატე სურათი ამ ლექსის მიხედვით.

ჩატარებული გაკვეთიის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.
მიზნის მიღწევაში დაეხმარა მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რესურსები და მოსწავლეთა
მაღალი მოტივაცია.
მე, როგორც დამკვირებელი გაკვეთილის მსვლელობით  კმაყოფილი ვარ, ერთი მხრივ მოსწავლეეებმა კარგად იმუშავეს, მეორე მხრივ აქტივობებიც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. დაცული იყო გაკვეთილის ფაზები. სწორად იყო გამოყენებული ხმის ტემბრი, ჟესტიკულაცია, უკუკავშირი, კითხვა-პასუხი,მასალის ახსნა და შეჯამება.
კარგი იყო მოსწავლე- მასწავლებლის ურთიერთობა, ურთიერთგაგება. ყველა მოსწავლემ დაიმსახურა შექება.
გაკვეთილის ყველა მხარე ძლიერი იყო, მაგრამ გამოვყოფდი  ყველაზე მნიშვნელოვანს.
  კერძოდ, გაკვეთილს, რომ ორი აკადემიური საათი დაეთმო. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები მშვიდად, გააზრებულად მუშაობდნენ და წარმატებასაც აღწევდნენ.
გაკვეთილს სუსტი მხარე არ ქონია.

ხელახლა ჩატარების შემთხვევაში  თემას ერთ აკადემიურ საათს დავუთმობდი შესაბამისი აქტივობებით.


რეფლექსია
        გაკვეთილი ჩავატარე მათემატიკაში,თემაზე: წიბო,წახნაგი,წვერო.
ამ გაკვეთილის მიზანი იყო:
-სივრცითი ფიგურების დახასიათებისას გეომეტრიული ტერმინების წვერო,წიბო,წახნაგის გამოყენება.
-სივრცითი ფიგურების ამოცნობის უნარ-ჩვევა.
გაკვეთილის გეგმა და მიზანი შეესაბამება მესამე კლასის მათემატიკის ესგ.სტანდარტს.გაკვეთილი დაგეგმილი იყო 45 წუთზე და  მის დაგეგმვაში ჩემთან ერთად მონაწილეობდა მათემატიკის პედაგოგი:ნატო კილაძე.გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად.ეს იყო დიფრენცირებულ გაკვეთილის ფოკუსირებული დაკვირვება.
  მზაობის მიხედვით მოსწავლეთა  დაყოფა მოხდა გაკვეთილზე,თემის ირგვლივ,წინარე ცოდნაზე დაფუძვნებით.  ,,ქოუჩმა“ შეამოწმა მოსწავლეთა ნამუშვრები და დააჯგუფება მოხდა სამ შრედ დონეების მიხედვით.საინტერესო იყო,ის რომ მზაობის დასადგენ სამუშაო ფურცლის შევსებაზე შეცდომები დაუშვეს და იგივე დავალება ზეპირი გამოკითხვით უშეცდომოდ შეასრულეს.ასევე,მასწავლებლის შეხედულებით( წინარე დაკვირვებების საფუძველზე) ვინც დაბალი მზაობის იყო,იმ  მოსწავლემ საშუალო დონე აჩვენა და ვინც მაღალი მზაობის მოსწავლედ მოიაზრებოდა შეცდომით შეავსო მზაობის დასადგენი ტესტის ფურცელი.
   გაკვეთილზე ბავშვებმა   იმუშავეს და შეასრულეს დიფერენცირებული დავალებები და ინდივიდულურად ააწყვეს სივრცითი ფიგურათა კარკასი.აქაც  ინდივიდუალურ სამუშაოს შესრულებაშიც გათვლილი იყო დავალება მათი დონის შესაბამისი.ზოგს რა თქმა უნდა დასჭირდა მასწავლებლის მიხმარება ,რომ სწორად დაესახელებინა ფიგურათა წვერო,წიბო და წახნაგი.
       გაკვეთილზე ვერ მოესწრო   ,,განმავლობაში“ ფაზის ბოლო აქტივობები: კერძოდ: გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.
    განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდა მოსწავლეთა მზაობის დადგენის  შესაბამისი ტესტის შემოწმებას. კიდევ ერთი დეტალი:როცა მესამე ფაზაში მივეცით მაღალი მზაობის ბავშვებს დავალება ,ცოტა გაუჭირდათ ,თუმცა იგივე დავალება მეორე გაკვეთილზე უშეცდომოდ გააკეთეს. მაშინ როცა ამ თემას,თემატურად სამი გაკვეთილი ეთმობა , სასურველი იქნებოდა დაწყვილებული გაკვეთილი ჩატარებულიყო და ბავშვები უფრო სიღრმისეულად გაიაზრებდნენ საკითხს.როცა ვგეგმავდით გაკვეთილს ,ვიფიქრე ეს ერთი გაკვეთილი იყოს შესამზადებელი,დიფერენცირებულ დავალებებით და შემდეგი ორი გაკვეთილი იქნებოდა სიღრმისეულად გააზრებისთვის.
იგივე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში შევცლიდი მზაობის დასადგენ შეფასების რუბრიკას ისე,რომ  თვითონ ბავშვები მიმხვდარიყვნენ რომელ ჯგუფში უნდა გადანაცვლებულიყვნენ  და ჩავატარებდი დაწყვილებულ გაკვეთილს.
კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მათემატიკის                                    მასწავლებელი: იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი.
26.04.2018 წელი        



No comments:

Post a Comment