მათემატიკის საწრეო მუშაობა

საწრეო მუშაობის პირველი დღე   28.09.2018
თემა: ნატურალური რიცხვების ნუმერაცია.
მიზანი: შეუსაბამონ ერთმანეთს საგანთა რაოდენობა,რიცხვი და სახელწოდება.
ჩაწერონ რიცხვები თანრიგების მიხედვით.
 აქტივობები:
 1.დაითვალონ მანიპულატივების გროვები,დაწერონ რიცხვები რაოდენობრივად და სიტყვიერად.
2. ბარათებზე ციფრების ამოცნობა,
3.რიცხვების შედარება,
4.დაწყობა ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით.
5. რიცხვების თანრიგებში ჩაწერა.
6.დაასახელონ რიცხვის მეზობელი რიცხვებიდაახასიათონ რიცხვები.
7. წარმოადგინონ ,,კუბი,სვეტი,კედელი " მეშვეობით  რიცხვები.
8.,,გამოიცანი,რა რიცხვი ვარ მე?"
რესურსი: დაფა,ცარცი, ციფრების ბარათები,დანომრილი ჭიქები, მანიპულატივები: კუბი,სვეტი,კედელი, კამათელი
რესურსი: დაფა,ცარცი, ციფრების ბარათები,დანომრილი ჭიქები, მანიპულატივები: კუბი,სვეტი,კედელი, კამათელი.


      ბავშვებს მოეწონათ ერთად მუშაობა( მეორე და მეოთხე კლასი), ხალისით ასრულებდნენ დავალებებს.მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებლის როლსაც ითავსებდნენ და უმოწმებდნენ პატარებს ნამუშებრებს. ერთ-ერთი დავალება  შეჯიბრის ფორმის იყო და კლასები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რიცხვების სწორად და ჩქარა დაწერაში.

No comments:

Post a Comment