გაკვეთილის გეგმა
თემა:
|
კოლაუ ნადირაძის ,,მაისი“
|
||||||||||||
სწავლის საფეხური/კლასი
|
მესამე კლასი
|
||||||||||||
დრო
|
ორი დაწყვილებული გაკვეთილი -90 წთ.
|
||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
12 მოსწავლე
|
||||||||||||
საგანი
|
ქართული
|
||||||||||||
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
|
||||||||||||
თარიღი
|
01.05.2018
|
||||||||||||
განსაკუთრებული საჭიროების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ მყავს.
|
||||||||||||
გაკვეთილის მიზანი და უნარ-ჩვევები
|
-ბუნების მოვლენებზე დაკვირვება.
-ლექსის გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება.
-პოეტური ტექსტის აღქმა,გაგება-გააზრება.
-მარტივი დარგობრივი/მხატვრული ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევის განვითრება.
-ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
|
||||||||||||
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
|
||||||||||||
აქტივობები
|
-კითხულობს და
აანალიზებს ტექსტს
-აღწერს ბუნების
მოვლენებს.
-აკვირდება მხატვრულ
სახეებს.
-ადგენს მარტივ
მხატვრულ ტექსტს.
-წერს.
|
||||||||||||
ორგანიზაციის ფორმები
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური, 3 ჰომოგენული ჯგუფი.
|
||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
A
ფაზა
ორგანიზაციულ
საკითხები.
გაკვეთილის
თემის და მიზნის გაცნობა. (1 წთ )
მოსწავლეები სხედან წინასწარ განსაზღვრული მზაობის
მიხედვით. სამ ჰომოგენულ ჯგუფად.
აქტივობა
1. (10-12 წთ )
მარტივი საინფორმაციო ტექსტის შექმნა
( ჯგუფებს ურიგდებათ დავალების ბარათები)
(III შრე) მაღალი
მზაობა: აღწერეთ გაზაფხულის ბუნება
შემდეგი თანმიმდევრობით:1)ამინდი, 2) დღის ხანგრძლივობა 3) ტემპერატურა 4)მცენარეები 5)ფრინველები 6) ცხოველები
( II შრე ) საშუალო
მზაობა : დააკვირდი ბუნებას და აღწერე იგი: 1) როგორ
შეიცვალა ბუნება გაზაფხულზე? 2) რა ფერები ჭარბობს ამ დროს? 3) რა
მოვლენებია მაისში ბუნებისათვის დამახასიათებელი?
( I შრე ) დაბალი მზაობა:
1) დაასახელეთ გაზაფხულის თვეები, 2) ორი სამი წინადადებით დაახასიათე გაზაფხულის
მესამე თვე.
ჯგუფები დაასახელებენ ლიდერს და ლიდერი წაიკითხავს
შექმნილ საინფორმაციო ტექსტს. აქვე მოხდება უკუკავშირი მასწავლებლის მიერ.
-რამე მნიშვნელოვანს დაამატებდით? (თუ რამე გამორჩათ
ჯგუფს იმ შემთხვევაში).
B ფაზაზე:
აქტივობა
2. ტექსტის კითხვა 5 წთ.
ტექსტს ჯერ მასწავლებელი კითხულობს თავიდან ბოლომდე
გამომეტყველებით, შემდეგ - კი 2-3 მოსწავლე .
აქტივობა
3. ტექსტის გააზრება 10 წთ.
მოსწავლე კითხულობს ტექსტს და მასწავლებლის დახმარებით
ნაწილ-ნაწილ მოსწავლეები გააშინარსებენ ლექსს. აქვე აიხსნება გაუგებარი სიტყვები
და გამოთქმები: 1) თქეში-თავსხმა, კოკისპირული
წვიმა. 2 ) რარიგად-როგორ; 3) თილისმა- ა) რაიმე პატარა ნივთი, რომელიც
ადამიანის რწმენით, მისთვის წარმატებას მოიტანს და ამიტომ სულ ატარებს. ბ) ჯადო;
ამალა- მაღალი თანამდებობის თანმხლები პირები.
აქტივობა
4. 3 წთ.
ფაქტებზე
ორიენტირებული კითხვები:
-წელიწადის რომელ დროზეა ლექსში საუბარი?
-გაზაფხულის მერამდენე თვეა მაისი?
-როგორ არის ლექსში აღწერილი მაისის მობრძანება?
აქტივობა
5. 3 წთ.
ჩუმი
კითხვა. (1 წთ )
მთელ კლასს ევალება
ინდივიდუალურად ერთხელ, ჩუმად წაიკითხონ ლექსი, რათა შევავსოთ საკითხის რუკა.
აქტივობა
6. (7 წთ).
,,საკითხის რუკა“.
ფლიპჩარტზე დახაზულია და დაფაზეა
გამოკრული საკითხის რუკა ,მასწავლებელი ახლა უკვე ტექსტის გააზრების შემდეგ ,მოსწავლეების
დახმარებით ავსებს ცხრილს ლექსის მთავარი
დეტალებით (სახოვანი) სიტყვებით და აქვე
წერს სიტყვების განმარტებას.
აქტივობა
7.მხატვრულ სახეებზე დაკვირვება. 5-7 წთ.
მთელ კლასი-წიგნზე მუშაობა:
-რა სიტყვებით მოიხსენიებს მწერალი მაისს? ( ჯადოქარი)
-რას გულისხმობს მაისის ,,ამალაში“? (თბილ, ჟუჟუნა
წვიმას)
-ვისთან არის შედარებული მაისი/ (მხატვართან)
-მოძებნეთ ტექსტში ეს ადგილი. (ერთი ფუნჯი იკმარა,მწვანედ
შეღება ველები).
-რატომ შეადარა მწერალმა მაისი მხატვარს? ( იმიტომ
რომ ველებს აფერადებს)
-ბუნების რომელ მოვლენებია აღწერილი ლექსში? ( ჭექა-ქუხილი,
ჟუჟუნა წვიმა, თქეში, ცვარ-ნამი).
C ფაზა:
აქტივობა
8. (5 წთ )
წყვილებში
კითხვა; ,,რომელი წყვილის წაკითხული სჯობს?“
გამახვილდება
ყურადღება სწორ, ინტონაციით კითხვაზე. წყვილები მოახდენენ თვითშეფასებას.
.აქტივობა
9. (3 წთ)
,,გაიხსენეთ
და შეადარეთ“
გაიხსენეთ მეორე კლასში ნასწავლი ნ.დუმბაძის ლექსი
„გაზაფხული“, გაზაფხულის რომელ თვეზეა იმ ლექსში საუბარი?( მარტზე).
-რა მსგავსება და რა განსხვავებაა ამ ორ ლექსს შორის?
მსგავსება-ორივე ლექსი გაზაფხულის თემაზეა. განსხვავება-ერთი
გაზაფხულის დასაწყისს გვამცნობს,მეორე დასასრულს.
აქტივობა 10.
წერა 10 წთ.
მოსწავლეები ისევ მზაობის მიხედვით შეასრულებენ წერით
სავარჯიშოებს.
( III შრე) მაღალი მზაობა: შეადგინეთ მხატვრული
ტექსტი მაისის შესახებ,ლექსის მიხედვით.
( II შრე) საშუალო მზაობა: ამოიწერე ლექსიდან
ის ადგილი, რომელშიც აღწერილია:
ა) ზამთარზე გამარჯვება; ბ)ბუნების ამწვანება; გ)შაშვების
გალობა; დ)გაზაფხულის მთვარიანი ღამე; ე)გაზაფხულის
წვიმა.
(
I შრე) დაბალი
მზაობა: არსებით სახელებს ტექსტიდან შეურჩიე ზედსართავი
სახელები.
-------- ყანა;--------ჯადოქარი;---------მერცხლები;----------საბანი;-------------ფოთლები;------წვიმა;-----------ცვარ-ნამი;-------------მთა.
ნამუშევრის პრეზენტაცია. უკუკავშირი
აქტივობა
11. (5 წთ)
სინონიმებზე მუშაობა
( III შრე ) მაღალი მზაობა:
მოუძებნე მსგავსი
შინაარსის სიტყვები, ჩაწერე.
1.თეკლას მუდამ თან დაჰქონდა
დედის ნაჩუქარი პატარა ნივთი
------------და სჯეროდა, რომ ეს წარმატებას
მოუტანდა.
2.
უცებ მოიღრუბლა და თქეში--------წვიმა
წამოვიდა.
3.არავი იცოდა კატოს რარიგად-------------უყვარდა დედა!
4.მეფე
მხლებლებთან ----------------ერთად
წავიდა სანადიროდ.
(II შრე) საშუალო მზაობა: წაიკითხე თითოეული წინადადება. ყოველი წინადადების ქვეშ მოცემულია სამი
სავარაუდო პასუხი (ა, ბ, გ ) შეარჩიე სწორი პასუხი და შემოხაზე.
1.თეკლას
მუდამ თან დაჰქონდა დედის ნაჩუქარი პატარა
ნივთი და სჯეროდა, რომ ეს წარმატებას
მოუტანდა.
ამ
წინადადებაში პატარა ნივთი ნიშნავს:
ა)
ზომით პატარას ბ) თილისმას გ) თოჯინას
2.
უცებ მოიღრუბლა და თქეში წვიმა წამოვიდა.
თქეში
აქ ნიშნავს
ა) კოკისპირულს ბ) ჟინჟღლს გ) ჟუჟუნას
3.არავინ იცოდა კატოს რარიგად უყვარდა დედა!
სიტყვა
რარიგად აქ ნიშნავს :
ა) რატომ ბ) რისთვის გ) როგორ
4.მეფე
მხლებლებთან ერთად წავიდა სანადიროდ.
სიტყვა
მხლებლები აქ ნიშნავს:
ა)
ამალას ბ) მეგობრებს გ) ნაცნობებს
(I შრე ) დაბალი მზაობა:
შეავსე
გამოტოვებული ადგილები სათანადო სიტყვებით:
1.თეკლას მუდამ თან დაჰქონდა
დედის ნაჩუქარი პატარა ნივთი
------------და სჯეროდა, რომ ეს წარმატებას
მოუტანდა.
2.
უცებ მოიღრუბლა და თქეში--------წვიმა
წამოვიდა.
3.არავინ
იცოდა კატოს რარიგად-------------უყვარდა დედა!
4.მეფე
მხლებლებთან ----------------ერთად
წავიდა სანადიროდ.
(
სიტყვები : ამალა,თილისმა, კოკისპირული,როგორ)
აქტივობა 12. (6 წთ)
.
,, ვწეროთ ლამაზად“
ინდივიდუალურად
გადაწერეთ რვეულებში ლექსის ერთი სტროფი, რომელიც ყველაზე
მეტად მოგეწონათ. მიაქციეთ ყურადღება კალიგრაფიას.
აქტივობა
13. თემის შეჯამება: (7 წთ ). ლექსი და ემოცია
ინდივიდუალურად
ურიგდებათ ბარათები შესავსებად, შემდეგი კითხვებით:
-რა ემოცია გამოიწვია შენში ამ ლექსმა.
-სიტყვა,რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა.
-ფრაზა, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
რამდენიმე მოსწავლე სურვილის მიხედვით წაიკითხავს
დაწერილს.
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება:
3-4 წთ.
მოსწავლები აფასებენ გაკვეთილს. -რა ისწავლეს, რა
გაიგეს ახალი, -რა იყო მნიშვნელოვანი, -ვინ აქტიურობდა. მასწავლებელი ავსებს შეფასების
რუბრიკას.
დავალება:
1 წთ.
ლექსი ზეპირად.
აქტივობის რვეულში №3 დავალება. დახატე სურათი ამ ლექსის მიხედვით.
|
||||||||||||
სასკოლო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, დავალების ბარათები, საწერ-კალამი,
ფლიპჩარტის ფორმატი, ფლომასტერი.ფერადი ფურცლები ჯგუფების დავალებებისთვის.
|
მათემატიკის გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა: წიბო,წახნაგი,წვერო.
ავტორი: იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
საგანი
: მათემატიკა
|
კლასი: მესამე .
24 .04. 2018
წ.
|
||||||||||||||||
დრო:
ზოგადად,ამ თემას ეთმობა სამი საგაკვეთილო საათი.ეს გეგმა მოიცავს
ერთ საგაკვეთილო საათს, 45 წუთი.სამივე ფაზა შესრულდება.
|
|||||||||||||||||
შესავალი
|
|||||||||||||||||
გაკვეთილის/
აქტივობის ძირითადი მიზანი:
.სივრცითი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობის უნარ- ჩვევები.
.სივრცითი ფიგურების დახასიათებისას გეომეტრიული ტერმინების -წვერო,წახნაგი
,წიბოს გამოყენება.
|
|||||||||||||||||
სწავლის
შედეგები
|
|||||||||||||||||
დამოკიდებულება
მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი,შეაფასონ და შეადარონ სივრცითი და
სიბრტყითი ფიგურები.იმსჯელებენ ამ ფიგურათა შედგებილობაზე.
|
|||||||||||||||||
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
|||||||||||||||||
მათ.
III.8. მოსწავლეს
შეუძლია
გეომეტრიული
ფიგურის
ამოცნობა
და
აღწერა
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
· ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა
და
ხელოვნების
ნიმუშებში
ან
მათ
ილუსტრაციებში,
ყოფითი
დანიშნულების
საგნებში
ან
ფიგურათა
მოდელების
გროვაში;
·
განასხვავებს
ფიგურის
ელემენტებს
და
იყენებს
გეომეტრიულ
ტერმინებს
მათი
დასახელებისას
(მაგალითად: წვერო, წახნაგი, წიბო);
|
|||||||||||||||||
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
|
|||||||||||||||||
მოსწავლე ამოიცნობს და ასახელებს
სივრცით ფიგურებს.
|
|||||||||||||||||
წინარე
ცოდნის შეფასება:
|
|||||||||||||||||
მოსწავლეს წინარე ცოდნას გავააქტიურებთ გაკვეთილის პირველ ეტაპზე ,,წინასწარ“შესაბამისი
დავალებებით და აქვე მოხდება მოსწავლეთა მზაობის დადგენა.
|
|||||||||||||||||
მიმოხილვა.
მიმდინარე
გაკვეთილი არის სამფაზიანი. პირველ ფაზაში ხდება
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება და მზაობის დადგენა..მეორე ფაზაში -ახალი მასალის ახსნა მოკლე ლექციური მეთოდით.კლასი
დაიყოფა სამ ჯგუფად მზაობის მიხედვით,იმუშავებენ შესაბამის სირთულის ამოცანებზე.
მესამე ფაზაში მუშაობენ ისევ
განშრევებულ ჯგუფებში,ოღონდ ინდივიდუალურად.ააგებენ სივრცითი ფიგურების კარკასს.
|
|||||||||||||||||
გაკვეთილის
/აქტივობის გეგმა
|
|||||||||||||||||
მოსწავლეთა დაჯგუფების
ფორმები:
მთელი კლასი ,ინდივიდუალური და
ჯგუფური.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
გაკვეთილის II და III ფაზაში კლასი
დაიყოფა სამ ჯგუფად,მზაობის მიხედვით.
|
|||||||||||||||||
სასწავლო
მასალა:
მოსწავლის სახელმძღვანელო,რვეული,კალმისტარი,დაფა,ცარცი,
სივრცითი ფიგურები და დავალების
ფერადი ბარათები,ფიგურების პლაკატები,პლასტერინი,ასანთის ჩხირები.
|
|||||||||||||||||
გაკვეთილის/აქტივობის
ეტაპები
|
|||||||||||||||||
I წინასწარ
აქტივობა 1.
(1 წთ)
-გაკვეთილს ვიწყებ მისალმებით და ორგანიზაციული საკითხებით.
გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა
აქტივობა 2
(1 წთ)
კითხვა
პასუხი:
-რამდენი სახის გეომეტრიულ ფიგურები ვიცით?
(სიბრტყითი და სივრცითი)
-რა განსხვავებაა ამ ფიგურებს შორის?
აქტივობა 3.
მთელი
კლასი( 1 წუთი)
-ჩამოვთვალოთ სივრცითი ფიგურები.
- დავარქვათ ფიგურებს სახელები. მოსწავლე პლაკატზე მასწავლებლის მიერ
მითითებულ ფიგურას დაასახელებს.
აქტივობა 4.
( 5-8 წთ)
(მზაობის
დადგენა)
მერხებზე გამოფენილია თვალსაჩინოდ სხვადასხვა სივრცითი ფიგურები და
სხვა ყოფითი ნივთები,მოსწავლეებს ურიგდებათ ინდივიდუალურად შესავსები ცხრილი და
ევალებათ ამ ცხრილის შევსება თვალსაჩინო ფიგურების მიხედვით.
თუ მოსწავლე 14 ფიგურიდან სწორად ამოიცნობს 13-14 ფიგურას მაღალი
მზაობისაა (III
შრე )
ამოსაცნობ ფიგურებიდან 8-12 ფიგურის სწორად ამოცნობის შემთხვევაში,საშუალო
მზაობის (II
შრე )
და დაბალი მზაობის ჯგუფში მოხვდებიან 1-7 ის ჩათვლით ფიგურების სწორად ამოცნობის
შემთხვევაში. (I
შრე ). შემოწმებას
ახდენს დამხმარე მასწავლებელი.სანამ დადგინდება მოსწავლეთა მზაობა,მთელ კლასთან
ვმუშაობ და ახლა ზეპირად ასახელებენ მითითებულ საგნებს.
|
II განმავლობაში
აქტივობა 5.
შეფასების
რუბრიკის გაცნობა.( 1 წუთი)
აქტივობა 6.
მთელ კლასთან
მუშაობა.(5-7 წუთი),
გაკვეთილის ახსნა
-აიხსნება ფიგურის წახნაგი,წიბო
და წვერო.ფიგურაზე დაკვირვებით,მასწავლებლის დახმარებით ასახელებენ ბავშვები წიბოების,წვეროების და
წახნაგებს რაოდენობას. აქვე ბავშვები მიხვდებიან რომ კონუსს,ცილინდრს და ბირთვს
არ აქვთ წახაგი,წიბო და წვერო.
აქტივობა 7.
წიგნზე მუშაობა ( 1წთ)
,,დავაკვირდეთ კუბს“-დასახელდება,რომ კუბს აქვს 8 წვერო,12 წიბო და 6 წახნაგი.
აქტივობა 8.(10
წთ) ჯგუფური მუშაობისთვის
შევავსოთ
ცხრილი
I შრე დაბალი მზაობა
ვურიგებთ მზა სივრცით ფიგურებს და ფიგურებზე დაკვირვებით შეავსონ
ცხრილი:რამდენი წვერო,რამდენი წახნაგი და რამდენი წიბო აქვს თითოეულ ფიგურას.(კუბს,პრიზმას,
პირამიდას,ცილინდრს,
კონუსს,ბირთვს)
II შრე საშუალო მზაობის
მოსწავლეებს ვურიგებთ ფიგურების
ნახატებს და ამ ნახატებზე დაკვირვებით
შეავსონ ცხრილი:რამდენი წვერო,რამდენი წახნაგი და რამდენი წიბო აქვს თითოეულ ფიგურას(კუბს,პრიზმას,
პირამიდას,,ცილინდრს,კონუსს,ბირთვს)
(III) შრე მაღალი მზაობის
მოსწავლეებმა უნდა შეავსონ იგივე ცხრილი მოდელისა და ნახატის გარეშე(წარმოსახვის
საშუალებით)რამდენი წვერო,რამდენი წახნაგი და რამდენი წიბო აქვს თითოეულ ფიგურას(კუბს,პრიზმას,პირამიდას,ცილინდრს,კონუსს,ბირთვს).
ჯგუფის ლიდერები წამოადგენენ პრეზენტაციას.
|
III შემდეგ
აქტივობა 9
(.7-10 წთ)
ამ ფაზაში ინდივიდუალუ-რად აირჩიონ მათთვის სასურველი სივრცითი ფიგურა,ასანთის ღერებითა და
პლასტელინით გააკეთონ არჩეული სივრცითი ფიგურის კარკასი.
I შრე.-ურიგდებათ
საჭიროზე მეტი რაოდენობის მასალა ( ჩხირები და
პლასტერინის ბურთულები)ფი-გურის ასაწყობად .
II
შრე წინასწარ დაწერონ რომელ ფიგურას ააწყობენ და ამ ფიგურას რამდენი ჩხირი და პლასტერინის
ბურთულა დასჭირდება.ფიგურის აწყობის შემდეგ
შეადარონ აწყობილი ფიგურა დაწერილს.
(III შრე) მიეცემა კონკრეტული ფიგურის მაგ:კუბ
ბის ასაწყობად საჭირო მასალა და უნდა მიხვდეს რომელ ფიგურას აუწყობს ეს მასალა და ააწყოს ფიგურა.
აქტივობა 10.
გაკვეთილის
შეფასება, შეჯამება ( 2 წუთი)
გაკვეთილს აჯამებებ და აფასევენ თვითონ მოსწავლეები.
-რა ვისწავლეთ ?
-რა გავაკეთეთ?
-რა იყო მნიშვნელოვანი?
-რომელი აქტივობა მოგეწონათ?
-ვინ აქტიურობდა?
პერიოდულად ვავსებ გაკვეთილის შეფასების რუბრიკას ავსებს
მასწავლებელი.
აქტივობა 11.
საშინაო
დავალება (1 წუთი)
|
|||||||||||||||
საშინაო დავალება:
|
|||||||||||||||||
აქტივობის
რვეულში :- დაასახელე ფიგურის წვერო,წახნაგი და წიბოს რაოდენობა.
|
|||||||||||||||||
შეფასება:
|
|||||||||||||||||
შედეგებზე ვიმსჯლებ მოსწავლეთა გაკვეთილზე მუშაობის ხარისხზე
დაყდრნობით.წინასწარ შემუშავებული გაკვეთილის შეფასების სქემის მიხედვით.რა თქმა
უნდა ამ თემას აქვს გაგრძელება ,არა უმეტეს ერთი გაკვეთილი.
|
|||||||||||||||||
დამატებითი რესურსი
|
|||||||||||||||||
ნაძვის ხის სათამაშოები,მანიპულატივები.
|
|||||||||||||||||
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
თარიღი:
24.04.18 წ.
კლასი: მესამე
თემა: წახნაგი,წიბო,წვერო
დამოუკიდებლად
|
მასწავლებლის
დახმარებით
|
უჭირს
|
|
სიბრტყითი ფიგურებისგან არჩევს და ასახელებს სივრცით ფიგურებს
|
|||
ასახელებს სხვადსხვა საგნებს,რომელ სივრცით ფიგურას ჰგავს ის.
|
|||
ადგენს რამდენი წვერო,წიბო და წახნაგი აქვს თითოეულ სივრცით ფიგურას
|
ქართულის გაკვეთილის/აქტივობის
დაგეგმვის სქემა
თემა: ბალახის სიმღერა
ავტორი: იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
საგანი. ქართული
მესამე კლასი
|
|||
თემა: ,,ბალახის სიმღერა“ (ამ თემას ეთმობა 2 გაკვეთილი,მოცემული გეგმა ერთიგაკვეთლისაა).
|
|||
დრო: 45 წუთი
|
|||
გაკვეთილის მიზანი: -მხატვრული ტექსტის გამართული კითხვა
-ლექსიკური
მარაგის გამდიდრება
-
ტექსტის გაგება-გააზრებაზე მუშაობა
|
|||
სწავლის შედეგები: გამართული კითხვის
უნარ-ჩვევის დაუფლება.მხატვრულ ტექსტზე მუშაობის უნარების დახვეწა.ლექსიკურ მახასიათებლებზე
მუშაობა. ტექსტის გაგება-გააზრებაზე მუშაობა.
|
|||
ე.ს.გ. სტანდარტი:
ქართ. III 2,მოსწავლეს
შეუძლია ლიტ. ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
III4 მოსწავლე
ფლობს კითხვის ტექნიკას.(მოიძიებს მითითებულ ადგილებს)
III9 მოსწავლეს
შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება.(კონტექსტით ხსნის უცხო სიტყვებს)
III 10 ადგენს მცირე ზომის
ტექსტს(დარგობრივ )ტექსტს.
.ბუნება
II1 მცენარეთა ძირითადი ნაწილების
ამოცნობა-დასახელება.
II10 მოსწავლე აღწერს მცენარეთა
მნიშვნელობას ადამიანებისთვის.
|
|||
aqmoswavleTa
dajgufebis formebi: gakveTilze
vimuSaveb mTel klasTan , wyvilebSi დაა individualurad.
|
|||
saWiro winare codna da unar-Cvevebi:
მოსწავლეებმა იციან კითხვა.აქვთ უცხო ტექსტთან და ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარ-ჩვევა.
|
|||
saswavlo
masala: სახელმძღვანელო,რვეული,დაფა,ფორმატის
ფურცელი,სქემების ქსეროქსები.
|
|||
აქტივობის ეტაპები:
|
|||
|
მათემატიკის
გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა: კალენდარი.
ავტორი: იამზე
ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
საგანი : მათემატიკა
|
კლასი: მესამე .
28
.12. 2017 წ.
|
||
საჭირო
დრო:
ერთი საგაკვეთილო საათი, 45 წუთი.
|
|||
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები
|
|||
მათ. III.1 მათ.. III.11. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან
დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს
მოკლე ტექსტს (ორი-სამი მარტივი წინადადება) და ამოკრებს მითითებული ობიექტის
შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს;
· სვამს
დიახ/არა ტიპის შეკითხვებს მონაცემთა მოსაპოვებლად მოცემულ თემასთან ან
გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით და აღრიცხავს პასუხს;
· ირჩევს
მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, ) და იყენებს მას.
მათ. III მათ.III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და
დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს და
გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს
ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
|
|||
საჭირო
მასალები
|
|||
მოსწავლის სახელმძღვანელო,რვეულები,კალმისტრები,,დაფა,ცარცი,ფერადი
ფურცლებისგან დამზადებული დავალების ბარათები, სხვადასხვა სახის კალენდარი,შუქნიშნის
ბარათები.
|
|||
ცოდნა.
ისწავლონ დროის
განსაზღვრა კალენდარის მეშვეობით.
|
უნარები
კალენდარზე მუშაობა-დაკვირვება და ყოფა-ცხოვრებაში კალენდარის გამოყენების უნარ-ჩვევები.
|
||
მიზანი:
1.
დროის განსაზღვრა კალენდარზე.
2.
ყოფა-ცხოვრებაში კალენდარის გამოყენების უნარ-ჩვევები.
3.
კალენდარის დამზადება.
|
|||
7
წინარე ცოდნის შეფასება
|
|||
იციან დროის განსაზღვრა საათის მეშვეობით, სრული წარმოდგენა
აქვთ წელიწადის დროებზე და ამ დროში შემავალ თითოეულ თვეს ანსხვავებენ და
ახასიათებენ.იციან ყველა თვის შემადგენელი
დღეების რაოდენობა.
|
|||
მიმოხილვა.
მიმდინარე
გაკვეთილი არის სამფაზიანი. პირველ ფაზაში ხდება
დავალების შემოწმება და რამოდენიმე აქტივობით წინარე ცოდნის გააქტიურება.მეორე ფაზაში -ახალი მასალის ახსნა
მოკლე ლექციური მეთოდით. სხვადასხვა ტიპის კალენდარზე დაკვირვება.დეკემბრის თვის
კალენდრის შედგენა.მოსწავლეთა დაბადების თარიღის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების
დადგენა. მესამე ფაზაში მუშაობენ
ჯგუფებში,პრაქტიკულად
აკეთებენ
2018 წლის კალენდარს.გაკვეთილის შეფასება მოსწავლეების მიერ,თვითშეფასებაც და
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს.
მოსწავლეთა მუშაობის პროცესში ვაკვირდები 3 მოსწავლეს და ვახდენ ჩანიშვნებს
ე.წ. ,,მორბენალი სტრიქონით“.
|
|||
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასი,
წყვილებში ,ინდივიდუალური და
ჯგუფური.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
ჯგუფურ
მუშაობაზე შერეული ჯგუფები იქნება.
|
|||
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
|
|||
I
წინასწარ
აქტივობა
1.
-გაკვეთილს ვიწყებ მისალმებით და ორგანიზაციული
საკითხებით.,,დღის მესიჯი“,
გაკვეთილის თემის გაცნობა (1 წთ)
აქტივობა
2.
-საშინაო
დავალების შემოწმება (3- წთ)
-ვეკითხები კლასს:ვინმეს
ხომ არ გაგიჭირდათ დავალების შესრულება?მწვანე ბარათების აწევით
მიდასტურებენ,რომ არ გაუჭირდათ,წითელ ბარათს აწევს ის მოსწავლე,რომელსაც გაუჭირდა
დავალების შესრულება. მერხებთან ჩამოვლით ვამოწმებ დავალების სიზუსტეს, ნაწერის
სისუფთავეს. შერჩევის პრინციპით წავაკითხებ რამოდენიმე მოსწავლეს
მაგალითს,სხვები ადარებენ პასუხს.
აქტივობა 3.
იმ მოსწავლეებს,
რომლებსაც გაუჭირდათ დავალების შესრულება,კონკრეტულად ავუხსნით
დავალებას,მივიყვანთ სწორ პასუხამდე.აქვე ვაძლევ უკუკავშირს შესრულებულ საშინაო დავალებაზე.
აქტივობა 4.
მთელი კლასი( 1 წუთი)
კითხვა-პასუხი: (გაიხსენე)
-გავიხსენოთ,რამდენი
დროა წელიწადში?
-წელიწადის რა დროა ახლა?
- თვითოეულ დროში
რამდენი თვეა ?
-სულ რამდენი თვეა
წელიწადში ?
აქტივობა
5.
ჯგუფური
მუშაობა: ,,მივუჩინოთ თვეებს თავ-თავისი ადგილი“
(5
წუთი)
დაფაზე გაკრულია წელიწადის ოთხივე დროის კონვერტი: დაფასთან მერხზე აწყვია
ბარათები თვეების სახელწოდებებით.გამოვლენ
სათითაოდ , აიღებენ თვეების სახელწოდებიან ბარათს და უნდა ჩადონ შესაბამის დროის
წარწერიან კონვერტში. აქვე მოხდება უკუკავშირი მასწავლებლისგან .
|
II განმავლობაში
აქტივობა
6.
გაკვეთილის
მიზნის გაცნობა და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა.( 1 წუთი)
აქტივობა
7.
მთელ
კლასთან მუშაობა.(2 წუთი),
გაკვეთილის ახსნა კითხვა-პასუხით.
-რამდენი კვირისგან შედგება თვე?
-კვირაში რამდენი დღეა?
-რამდენი დღეა დეკემბერში?
-რომელ
დღეს ვიზეიმებთ ახალ წელს?
-საათის გარდა კიდევ რა ხელსაწყო იცით დროის განმსაზღვრელი?
აქტივობა
8.(3 წთ)
სადემონსტრაციოდ რამდენიმე სახეობის(საეკლესიო,სასკოლო
და სხვა დანიშნულების) კალენდარს გაეცნობიან.დაათვალიერებენ,დააკვირდებიან.მსჯელობენ
,რომ კვირისა და დასვენების დღეები წითლადაა აღნიშნული,ასევე შეიძლება სხვა
დასვენების თუ მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნაც.დავაკვირვებ 2017-2018 სასწავლო
წლის კალენდარზე.
აქტივობა
9. ,,ვმუშაობთ ერთად“ (3 წთ)
დაფაზე დღევანდელი დღის ,რიცხვის,თვის საფუძველზე , ვადგენთ
დეკემბრის თვის კალენდარს ,დარჩენილ სამ დღეს და წინა განვლილ დღეებსაც. კალენდარის
მიხედვით:
-როდის იყო ბარბარობა?
-რამდენი დღეა დარჩენილი ახალ წლამდე? პასუხობენ
კალენდარზე დაკვირვებით.აქიდან აკეთებენ დასკვნას,რომ მთავარია თვის ერთი დღე და
რიცხვი იცოდე სწორად და ააწყობ კალენდარს.
აქტივობა
10. ,,ჩემი ზოდიაქოს ნიშანი“ ( 2 წთ)
დამატებით სავარჯიშო რვეულში სამუშაოს ვასრულებთ ინდივიდუალურად ,მოძებნიან თავისი
დაბადების რიცხვისა და თვის მიხედვით,რომელ ზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნიან და
ბავშვების პასუხების მიხედვით ვავსებ დაფაზე ცხრილს ,სადაც ფერადად ამობეჭდილი ზოდიაქოს სურათები მაქვს ჩასმული.
|
III შემდეგ
აქტივობა
11.
ჯგუფური
მუშაობა(20 წუთი) შევქმნათ 2018 წლის კალენდარი.
კლასი იყოფა ორ ჯგუფად:შემთხვევითობის პრინციპით
ვურიგებ ორი ფერის ბარათს (ლურჯი და წითელი),სულ 12 ცალს.ლურჯი ფერის
ბარათებიანი ერთ ჯგუფში მოხვდება,წითელი მეორეში;
პირველი
ჯგუფი:(,,ლურჯი კვადრატი“) ურიგდებათ
ფერადი ფურცლები თვეების სახელწოდებით და უნდა შეავსონ თვითოეული თვის
კალენდარი,მის
ცენ სრულყოფილი ფორმა,აკინძონ და ,,გამოუშვან „ კალენდარი.
მეორე
ჯგუფი (წითელი კვადრატი)
ასევე,ფოთლის ფორმის ფერად ბარათებზე უნდა
შეავსონ ყოველი თვის კალენდარი (12 თვეზე) და დიდ ფორმატზე აკინძონ სრული
ფორმით.
პრეზენტაცია
(1წთ)
თითოეული ჯგუფის ლიდერი წარადგენს ნამუშევარს .მოხდება შეფასება წინასწარი
კრიტერიუმებით.
გაკვეთილის
შეფასება, შეჯამება ( 2 წუთი)
გაკვეთილს აჯამებებ და აფასევენ თვითონ
მოსწავლეები.
-რა ვისწავლეთ ?
-რა გავაკეთეთ?
-რა იყო მნიშვნელოვანი?
-რომელი აქტივობა მოგეწონათ?
-ვინ აქტიურობდა?
პერიოდულად ვავსებ გაკვეთილის შეფასების
რუბრიკას.
აქტივობა
14.
საშინაო
დავალება (1 წუთი)
1.სახ.-დან: გვ.102. უპასუხე კითხვებს.
2.შექნენი შენი დაბადების თვის კალენდარი,ფერადად
აღნიშნე დაბადების რიცხვი.
|
|
საშინო
დავალება:
1.სახ.-დან: გვ.102. უპასუხე კითხვებს.
2.შექმენი შენი დაბადების თვის კალენდარი,ფერადად
აღნიშნე დაბადების რიცხვი.
|
|||
სწავლის
შემდგომი შეფასება.
თუ
მოსწავლემ ვერ გამოავლინა სათანადო უნარი,და არ ეყო ერთი საგაკვეთილო დრო,რათა
გამოიმუშაონ კალენდრის გამოყენების უნარ-ჩვევა,გამოიყოფა სარეზერვო გაკვეთილიდან
ერთი საათი და ისევ მოხდება ამ თემაზე სათანადო აქტივობების
ჩატარება,მოსწავლეებს დავაჯგუფებ მზაობის მიხედვით ,ვამუშავებ სხვადასხვა
აქტივობებზე და მივაღწევთ მიზანს.
|
|||
მონიტორინგის აღრიცხვის ფურცელი
საგანი: მათემატიკა III კლასი
N
|
მოსწავლის
გვარი და სახელი
|
ჩანიშვნები
|
თარიღი
28.12.2017
|
1.
|
|||
2.
|
|||
3.
|
გაკვეთილის
შეფასების რუბრიკა
თარიღი: 28.12.17 წ.
კლასი: მესამე
თემა: კალენდარი
დამოუკიდებლად
|
მასწავლებლის
დახმარებით
|
უჭირს
|
|
არჩევს და ახასიათებს წელიწადის დროებს და მასში შემავალ თვეებს.
|
|||
იყენებს კალენდარს,როგორც დროის გაზომვის
ხელსაწყოს.
|
|||
მუშაობს კალენდრის შექმნაზე.
|
მათემატიკის
გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა: მანძილი საგნებს შორის.
ავტორი: იამზე
ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
საგანი
: მათემატიკა
|
კლასი: მესამე
19.12. 2017
წ.
|
|||
საჭირო
დრო:
ერთი საგაკვეთილო საათი, 45 წუთი.
|
||||
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები
|
||||
მათ. III.10. პოულობს საგანთა და ფიგურათა წრფივ ზომებს და ობიექტთა შორის
მანძილებს.
1.პოულობს საგნის
წრფივ ზომებს არასტანდარტული ერთეულებით (მაგ. ნაბიჯი), შემდეგ აფასებს მას
სტანდარტული ერთეულების გამოყენებით; მსჯელობს არასტანდარტული ერთეულების საჭიროების
შესახებ.
2.ადარებს და
აფასებს ობიექტთა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი
ტერმინებით (მაგ,გრძელი,მოკლე,ტოლი).
3.ზომავს ფიგურათა
შორის მანძილს სახაზავის გამოყენებით და აფიქსირებს გაზომვის შედეგს, რომელიმე
სტანდარტულ ერთეულში(მაგ.: 100 სმ,1მ ,10 მმ).
|
||||
საჭირო
მასალები
|
||||
მოსწავლის სახელმძღვანელო, რვეულები, კალმისტრები, ბუკი, დაფა, ცარცი,
ფერადი ფურცლებისგან დამზადებული დავალების ბარათები, ხის მეტრიანი სახაზავი, 20-30
სმ. სიგრძის სახაზავები, ფერადი ლენტები, სიგრძის საზომი ე.წ. ,,რულეტკა“.რიცხვების
და შუქნიშნის ბარათები,ფერადი მარკერები,კენჭები.
|
||||
ცოდნა.
ისწავლიან
საგანთა/ფიგურათა წრფივი ზომებისა და ობიექტთა
შორის მანძილების გაზომვას.
|
უნარები
განამტკიცებენ
სახაზავის გამოყენების უნარ-ჩვევებს. განივითარებენ საგანთა, ფიგურათა წრფივი
ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილის გაზომვის უნარ-ჩვევებს.
|
|||
მიზანი:
1.
ისწავლონ
საგანთა შორის მანძილის გაზომვა.
2.
განივითარონ საგანთა შორის მანძილის გაზომვის უნარ-ჩვევები.
|
||||
7 წინარე
ცოდნის შეფასება
|
||||
ასახელებენ სიგრძის სტანდარტულ ერთეულებს: სანტიმეტრი, დეციმეტრი, მეტრი.
ასევე იყენებენ სიგრძის არასტანდარტულ ერთეულებს: მტკაველი, ციდა, გოჯი. ადგენენ
მოცემული მონაკვეთის სიგრძეს. ახდენენ ზომის ერთეულებს შორის თანაფადობას:1მ =10
დმ =100 სმ.
|
||||
მიმოხილვა.
მიმდინარე
გაკვეთილი არის სამფაზიანი. პირველ ფაზაში ხდება
დავალების შემოწმება და რამდენიმე აქტივობით წინარე ცოდნის გააქტიურება. მეორე ფაზაში -ახალი მასალის ახსნა კონსტრუქტივისტული
მიდგომით, ბავშვები თვითონ ხვდებიან, როგორ მოახერხონ საგნებს შორის მანძილის
განსაზღვრა. მუშაობენ დამოუკიდებლად. .მესამე ფაზაში მუშაობენ ჯგუფებში, პრაქტიკულად
ახდენენ და ზომავენ საგნებს შორის მანძილს.
ჯგუფები დაკომპლექტებულია დიფერენცირებული მიდგომით. ყველა ჯგუფს აქვს სათანადო დონის დავალება.
მოსწავლეთა მუშაობის
პროცესში ვაკვირდები 3 მოსწავლეს და ვახდენ ჩანიშვნებს ე.წ. ,,მორბენალი
სტრიქონით“.
|
||||
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასი, წყვილებში, ინდივიდუალური
და ჯგუფური.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
პირველ ჯგუფურ მუშაობაზე შერეული ჯგუფები იქნება, მეორეზე
დიფერენცირებული.
|
||||
გაკვეთილის/აქტივობის
ეტაპები
|
||||
I წინასწარ
აქტივობა 1.
-გაკვეთილს ვიწყებ მისალმებით და ორგანიზაციული საკითხებით. ,,დღის
მესიჯი“,
გაკვეთილის თემის გაცნობა (1
წთ)
აქტივობა 2.
-საშინაო
დავალების შემოწმება (3 წთ)
-ვეკითხები კლასს: ვინმეს ხომ არ გაგიჭირდათ
დავალების შესრულება? მწვანე ბარათების აწევით მიდასტურებენ, რომ არ გაუჭირდათ, წითელ
ბარათს აწევს ის მოსწავლე, რომელსაც გაუჭირდა დავალების შესრულება. მერხებთან
ჩამოვლით ვამოწმებ დავალების სიზუსტეს, ნაწერის სისუფთავეს. შერჩევის პრინციპით
წავაკითხებ რამოდენიმე მოსწავლეს მაგალითს, სხვები ადარებენ პასუხს.
აქტივობა
3.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გაუჭირდათ დავალების
შესრულება, კონკრეტულად ავუხსნით დავალებას, მივიყვანთ სწორ პასუხამდე. აქვე
ვაძლევ უკუკავშირს შესრულებულ საშინაო დავალებაზე.
აქტივობა
4.
მთელი
კლასი ( 3 წუთი)
,,იდუმალი
ყუთი“
,,რომელი
ლენტი რა სიგრძისაა?“
კლასს ვუკითხავ ამოცანას. ნინომ გამოჭრა სამი ფერადი ლენტი: პირველი
20 სმ, მეორე 2 სმ-ით ნაკლები პირველზე, ხოლო მესამე ამდენითვეა მოკლე მეორეზე. გამოიცანით:
1.რა შეიძლება იდოს ყუთში?
2. რომელი ლენტი რა სიგრძისაა?
კლასს უკუკავშირს მივაწვდი
აქტივობის ბოლოს.
აქტივობა 5.
ჯგუფური
მუშაობა: ,,ყველაზე სწრაფები“
(5-7 წუთი)
კლასი იყოფა ორ ჯგუფად: შემთხვევითობის პრინციპით ვურიგებ ორი ფერის
ბარათს (ლურჯი და წითელი), სულ 12 ცალს.ლურჯი ფერის ბარათებიანი ერთ ჯგუფში
მოხვდება, წითელი მეორეში. დაფა გაყოფილია ორ ნაწილად და გაკრულია ჯგუფების
დავალებები გადაბრუნებულად.
ჯგუფი ირჩევს ლიდერს და თითო-თითო წევრს აგზავნის დაფასთან, ატრიალებენ
დავალების ფურცელს დაფაზე, და იწყებენ დავალების ამოხსნას.ბავშვი დავალების ამოხსნის
შემდეგ მიირბენს ჯგუფში, აძლევს ფლომასტერს შემდეგ მონაწილეს და ასე სანამ არ შეასრულებენ
დავალებას. დავალებები: 1.დაადგინე ფიგურის გვერდების სიგრძე და შეკრიბე;
2.გაზომე მაკრატლის სიგრძე; 3.შეავსე ცხრილი
1მ=10 დმ= ...... სმ? 4.
გაზომე „სახლის’’(სურათზე)
სიგრძე და სიგანე; 5.სურათის მიხედვით დაადგინეთ,რომელი მონაკვეთია მეტი/ნაკლები,
რამდენით? 6.გაზომე საგნის სიგრძე; გამარჯვებულია
ის ჯგუფი,რომელიც ჩაეტევა მიცემულ დროში, უშეცდომოდ და პირველი შეასრულებს
დავალებას. ჯგუფის ლიდერები გააკეთებენ
პრეზენტაციას.
აქვე მოხდება მასწავლებლისგან ნამუშევრის შემოწმება და უკუკავშირი, ჯგუფების
შეფასება წინასწარი კრიტერიუმებით. (1-წუთი)
|
II განმავლობაში
აქტივობა 6.
გაკვეთილის
მიზნის გაცნობა და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა. ( 1 წუთი)
აქტივობა 7.
მთელ კლასთან
მუშაობა. (5 წუთი),
გაკვეთილის ახსნას ვიწყებთ კითხვა-პასუხით:
-როგორ გავიგოთ ორ საგანს შორის მანძილი?
-გაზომვით.
-საგნებს შორის მანძილის გაზომვის დროს ყოველთვის ერთნაირ საზომ
ერთეულს გამოვიყენებთ?
-არა, ეს დამოკიდებულია საგნების სიშორეზე და/ან სიახლოვეზე.
-რომელ საზომ ერთეულს გამოვიყენებთ საკლასო ოთახში?
- შესაძლებელია გამოვიყენოთ სმ, დმ და მეტრი.
-თქვენი ფიქრით,როგორ უნდა გავზომოთ საგნებს შორის მანძილი?
-როგორც იზომება მონაკვეთი.
-აბა, ვინ მოახერხებს საგნებს შორის მანძილის გაზომვას? ვეკითხები
კლასს და დაფაზე ვაკრავ სამ დავალების ბარათს, ბარათზე დაწებებულია ფერადი
საგნები და გასაზომია
მანძილი საგნებს შორის. სამივე დავალება სხვადასხვა სახისაა, მარტივიდან
-რთულისაკენ.
აქტივობა 8. (2
წუთი)
,,ამის
პატრონმა რა ქნას?
გამოძახების ბარათებით
გამოვიძახებ სათითაოდ იმ სამ მოსწავლეს, რომელთაც ,,ვაკვირდები“ , ვასრულებინებ
დავალებებს; გაზომავენ დაფაზე გაკრულ საგნებს შორის მანძილს. თუ გაუჭირდათ და
დავალებას ვერ გაართვეს თავი, ვეხმარები იმ შემთხვევაში დამატებითი კითხვების
საშუალებით, ერთად ვახდენთ საგანთა შორის
მანძილის გაზომვას.
აქვე უკუკავშირი სამივე მოსწავლეს.
აქტივობა 9. ,,წიგნზე
მუშაობა.“(5 წთ)
დავაკვირვებ წყვილებს სახელმძღვანელოზე (გვ.94)
1.-გაარკვიეთ ,რას უდრის მანძილი ზღარბსა და თაგვს შორის?
2.-თუ ზღარბი მითითებული გზით იმოძრავებს ,რა სიგრძის გზას გაივლის
იგი?
3.-რა სიგრძის გზას გაივლის ციყვი მოცემულ შემთხვევაში? საზომ ერთეულად გამოიყენეს სანტიმეტრი.მსგავს გაზომვას
შეასრულებენ დამატებით სავარჯიშო რვეულებში ინდივიდუალურად. ნამუშევრის
შემოწმება მოხდება ზეპირი გამოკითხვით და აქვე უკუკავშირი.
აქტივობა 10.
,,ვმუშაობთ ერთად“
(5-7 წთ)
აუდიო ამოცანის მოსმენით. ,,შოთიკომ მაგიდაზე ერთმანეთისგან ტოლი დაშორებით
დააწყო 6 კენჭი. მან 6 კენჭი მოათავსა 100 სმ-ის სიგრძეზე. რამდენი
სანტიმეტრითაა კენჭები ერთმანეთისგან დაშორებული?“ აუდიო ამოცანის მოსმენის
შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს,რითაც
ვამოწმებ გაიგეს თუ არა მოსმენილი ამოცანა და მოსწავლეების დახმარებით დაფაზე
ვახდენთ ამოცანის ამოხსნის
დემონსტრირებას,დამხმარე კითხვების მეშვეობით:
-რამდენ სანტიმეტრიანი მონაკვეთი დაგვჭირდება?
-100 სმ-იანი. დაფაზე
დავხაზავთ 100 სმ-იან მონაკვეთს.
-რადგან მონაკვეთია,რა უნდა ჰქონდეს მას?
-საწყისი და ბოლო წერტილები.ამ წერტილებზე მოათავსებებ ორ კენჭს.
-რამდენი კენჭია კიდევ გასანაწილებელი?
-ოთხი.
-რა ტოლი მანძილით შეიძლება დავაშოროთ ეს ოთხი კენჭი ერთმანეთს?
-თუ დააშორებენ 10-10 სმ-ით არ ეყოფათ კენჭები და მიხვდებიან, რომ კენჭები 20-20 სმ-ით
დააშორონ.
|
III შემდეგ
აქტივობა 11.
ჯგუფური
მუშაობა (7 წუთი)
ყველა ჯგუფს ეძლევა სხვადასხვა სირთულის დავალების ბარათები..
პირველი
ჯგუფი: (მაღალი მზაობის მოსწავლეებისთვის)-ამოცანა №1.
ღობის გასაკეთებლად მწკრივში დააყენეს 5 ბოძი, ბოძებს შორის
დაშორება 2- 2 მეტრია. რა სიგრძისაა
ღობე?
მეორე ჯგუფი:
საშუალო მზაობის მოსწვლეებისათვის).
ამოცანა №2.
გაარკვიე, რას უდრის მანძილი საკლასო ოთახის ფანჯრიდან, საკლასო
ოთახის კარებამდე. საზომ ერთეულად გამოიყენე ჯერ ნაბიჯი, შემდეგ მეტრი.
მესამე ჯგუფი:
(შედარებით სუსტი მზაობის მოსწავლეებისთვის).
წინასწარ დამზადებულ რესურსზე დაწყობილია სხვადასხვა საგნები. ჯგუფს
დაევალება ამ საგნებს შორის მანძილის სახაზავით გაზომვა.
პრეზენტაცია
თითოეული ჯგუფის ლიდერი წარადგენს ნამუშევარს. მოხდება შეფასება
(უკუკავშირი).
თუ რომელიმე ჯგუფი დროზე ადრე შეასრულებს სამუშაოს, მიეცემა
დამატებითი დავალება.
გაკვეთილის
შეჯამება ( 2 წუთი)
გაკვეთილს აჯამებენ და აფასებენ თვითონ მოსწავლეები.
-რა ვისწავლეთ ?
-რა გავაკეთეთ?
-რა იყო მნიშვნელოვანი?
-რომელი აქტივობა მოგეწონათ?
-ვინ აქტიურობდა?
პერიოდულად ვავსებ გაკვეთილის შეფასების რუბრიკას და ვაკეთებ
გაკვეთილის ზეპირ, განმავითარებელ შეფასებას.
აქტივობა 14.
საშინაო
დავალება (1 წუთი)
1. დამატებით სავარჯიშო რვეულიდან №193- და №194. გვ.39.
2. გაარკვიეთ:რა მანძილიდან
უყურებთ ტელევიზორს (მივცემ დავალებებზე მითითებებს).
|
||
საშინო
დავალება:
1.დამატებით სავარჯიშო რვეულიდან №193- და №194.
გვ.39.
2.გაარკვიეთ რა მანძილიდან
უყურებთ ტელევიზორს.
|
||||
სწავლის
შემდგომი შეფასება.
თუ მოსწავლემ ვერ გამოავლინა სათანადო უნარი და
არ ეყო განსაზღვრული დრო, საგანთა შორის მანძილის გაზომვის უნარ-ჩვევის დაუფლებისთვის, გამოიყოფა სარეზერვო
გაკვეთილიდან ერთი საათი და ისევ მოხდება ამ თემაზე სათანადო აქტივობებზე
მუშაობა, მოსწავლეებს დავაჯგუფებ მზაობის მიხედვით და მივაღწევთ დასახულ მიზანს.
|
No comments:
Post a Comment