,,პატარა მათემატიკოსები" (საწრეო მუშაობა)




საინფორმაციო განცხადება

     საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის №2  საჯარო სკოლის დაწყებითი კლასი მოსწავლეებისთვის ( II და IV კლასები), 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩამოყალიბდება   მათემატიკის წრე, სახელწოდებით:  ,,პატარა მათემატიკოსები“.

მათემატიკის წრის შექმნის მიზანია:
·          შევაყვაროთ პატარებს მათემატიკა.
·         ლოგიკური მსჯელობის,გაგება-გააზრების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.
მათემატიკის წრის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებელი:
                       იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი

                                                 20.09.2018 წელი


                             წრის სამუშაო გეგმა ერთი სემესტრის


( I სემესტრი) განმავლობაში

             მათემატიკის წრეში გაერთიანდებიან მეორე და მეოთხე  კლასის  მოსწავლეები,    მათი სურვილის მიხედვით. ,,პატარა მათემატიკოსების“ წრეში იქნებიან აგრეთვე  ის მოსწავლეებიც ,რომლებიც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან მათემატიკურ სავარჯიშოებს,უჭირთ ლოგიკური მსჯელობა და ამოცანებზე მუშაობა.საწრეო მუშაობა ჩატარდება ორივე კლასის ბავშვებთან ერთად.
     საწრეო მუშაობის დროს მოსწავლეებს ექნებათ დიფერენცირებული დავალებები, როგორც კლასების მიხედვით,ასევე ინდივიდუალურადაც. ეს  მეცადინეობა იქნება განსხვავებული საგაკვეთილო ფორმატისგან, გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები. გაჯერებული სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებით.

             წრის ხანგრძლივობა იქნება ერთი სემესტრი.სულ 10 სამუშაო შეხვედრა.
                          დაწყებითი კლასების მათემატიკის საწრეო მუშაობის გეგმა:

N
თემის ჩამონათვალი
შესრულების თარიღი
შენიშვნა
1
ნატურალური რიცხვების ნუმერაცია;

28.09.2018
II  და IV კლასების შესაბამისი დავალებები .
2
ნატურალური რიცხვების შეკრება და გამოკლება
12.10.18

3
ნატურალური რიცხვების განახევრება და გაორმაგება
18.10.18

4
რიცხვების შედარება
24.10.18

5
ლოგიკური ამოცანები
06.11.18

6
ჩვენ და გეომეტრია
20.11.18

7
ნატურალური რიცხვების გამრავლება და გაყოფა
26.11.18

8
მათემატიკა ჩვენს ირგვლივ.ჩვენი ფული
06.12.18

9
ცხრილები,პიქტოგრამები.
20.12.18

10
ტესტირება
25.12.18



საწრეო მუშაობის პირველი დღე   28.09.2018

თემა: ნატურალური რიცხვების ნუმერაცია.
მიზანი: შეუსაბამონ ერთმანეთს საგანთა რაოდენობა,რიცხვი და სახელწოდება.
ჩაწერონ რიცხვები თანრიგების მიხედვით.
 აქტივობები:
1.დაითვალონ მანიპულატივების გროვები,დაწერონ რიცხვები რაოდენობრივად და სიტყვიერად.
2. ბარათებზე ციფრების ამოცნობა,
3.რიცხვების შედარება,
4.დაწყობა ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით.
5. რიცხვების თანრიგებში ჩაწერა.
6.დაასახელონ რიცხვის მეზობელი რიცხვებიდაახასიათონ რიცხვები.
7. წარმოადგინონ ,,კუბი,სვეტი,კედელი " მეშვეობით  რიცხვები.
8.,,გამოიცანი,რა რიცხვი ვარ მე?"
რესურსი: დაფა,ცარცი, ციფრების ბარათები,დანომრილი ჭიქები, მანიპულატივები: კუბი,სვეტი,კედელი, კამათელი.


      ბავშვებს მოეწონათ ერთად მუშაობა( მეორე და მეოთხე კლასი), ხალისით ასრულებდნენ დავალებებს.მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებლის როლსაც ითავსებდნენ და უმოწმებდნენ პატარებს ნამუშებრებს. ერთ-ერთი აქტივობა/ დავალება  შეჯიბრის ფორმის იყო და კლასები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რიცხვების სწორად და ჩქარა დაწერაში.რიცხვების გამოცნობის აქტივობა ძალიან მოეწონათ . ბავშვები თვითონ ადგენდნენ ტქსტს,რიცხვის გამოცნობაზე: მაგ,მე ვარ ორნიშნა რიცხვი,მოთავსებული ვარ მრგვალ ათეულებს 10 -სა და 20-ს შორის,  ვარ  ლუწი,  15 ზე -ით მეტი...და ა.შ.გამოიცანი რა რიცხვი ვარ მე?  ამ ტიპის გამოსაცნობებს ასახელებდნენ მეოთხე კლასელები შესაბამისი მრავალნიშნა რიცხვების დასახელებით. მოსწავლეები დაჯგუფების ფორმები:  ჯგუფებში ,წყვილებში ასევე ინდივიდუალური.



ესეც ჩვენი მცირე ფოტომასალა.











საწრეო მუშაობის მეორე შეხვედრა 12.10.2018

დღეს ,12 ოქტომბერს ჩავატარე მეორე შეხვედრა ,,პატარა მათემატიკოსებთან".
თემა: ნატურალური  რიცხვების შეკრება და გამოკლება.
მიზანი: ნატურალური რიცხვების შეკრებისა და გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნა.
აქტივობები:
1.ამოცანების ამოხსნა
2.შეკრების და გამოკლების ცხრილების შევსება.
3.ქვეშმიწერით შეკრება-გამოკლება.
4.უცნობი შესაკების პოვნა.
5.ჯამის და სხვაობის გამოსახულებების დაკავშირება მათ შედეგთან.

დავალებები  ფერად ფურცლებზე მქონდა დაწერილი, სირთულის მიხედვით.ბავშვები სურვილის მიხედვით ირჩევდნენ შესასრულებელ დავალებას.ერთის  წარმატებით ამოხსნის  შემდეგ,იღებდნენ ახალ დავალების ფურცელს.იმუშავეს ინდივიდუალურად,დაფაზე ცხრილის შევსებისას,წყვილებში ამოცანები და დასაკავშირებელი აქტივობები შეასრულეს.მეოთხე კლასელებმა ჯგუფებში შეასრულეს მრავლნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლების ცხრილები.
ბავშვები ხალისით მუშაობდნენ ამოცანებზე,ხსნიდნენ მაგალითებს. მოეწონათ ასარჩევი დავალებები. 


ეს  ,,პატარა მათემატკოსების" ფოტოებია, მუშაობის პროცესში.


















18.10.2018 წელი
საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა ,,პატარა მათემატიკოსებთან".

თემა: ნატურალური რიცხვების გაორმაგება და განახევრება.


მიზანი:
გააორმაგონ და განხევრონ რიცხვები.გაითვალისწინონ  ,,2-ჯერ მეტი“  და  ,,2-ჯერ ნაკლების“  მნიშვნელობა ამოცანების მოხსნისას. 



















მათემატიკის საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა.

,,პატარა მათემატიკოსების" საწრეო მუშაობის დღევანდელი თემა იყო: ნატურალური რიცხვების შედარება.
მიზანი:ნატურალური რიცხვების გამოსახვა,შედარება და დალაგება პოზიტიური სისტემის გამოყენებით.
გამოყენებული აქტივობები: 

  • ნატურალური რიცხვების გამოსახვა.
  • დაასახელეთ რომელი რიცხვია მეტი?
  • დაასახელეთ რომელ რიცხვია ნაკლები?
  • შეადარეთ რიცხვები.
  • დაალაგეთ ზრდადობის მიხედვით
  • დაალაგთ კლებადობის მიხედვით
  • ამოიცანით ჭეშმარიტი უტოლობა.
  • გადახაზეთ მცდარი უტოლობა.



დავალების ბარათები

 გარდა იმისა ,რომ ბავშვები წერდნენ და ანგარიშობდნენ აქტივობის წინასწარ
 შედგენილ ბარათებზე,ასევე ასრულებდნენ პრაქტიკულ სამუშაოს: საგანთა 
გროვების შედარებაზე, დანომრილი ბარათების და დანომრილი საგნების  კლებადობის და ზრდადობის მიხედვით დაწყობაზე.  ბავშვებს მოსწონთ წინასწარ შედგენილი სხვადასხვა სახის აქტივობის ბარათები და დიდი მონდომებით ხსნიან დავალებებს. გასათვალისწინებელ მაქვს შემდეგ მეცადინეობაზე კიდევ უფრო ბევრი გავხადო სავარჯიშოების რაოდენობა.


 06.11.2018.წელი, კორბოულის მეორე საჯარო სკოლის, მეოთხე და მეორე კლასელების საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა .

თემაზე: ლოგიკური ამოცანები.

მიზანი:  ამოცანის პირობის გაგება-გააზრება;

                ამოცანის ამოხსნის,ლოგიკური მსჯელობის უნარ-ჩვევის განვითარება.

ყველაზე განსხვავებული ფორმატით ჩაიარა შეხვედრამ.მოსწავლეები ისმენდნენ ლოგიკურ ამოცანებს, მსჯელობდნენ,იაზრებდნენ და ხსნიდნენ მათ. მოეწონათ მუშაობისთვის შექმნილი  თავისუფალი პროცესი/გარემო.
ლუგიკური ამოცანებისთვის გამოვიყენთ 
https://edu.aris.ge/news/15-logikuri-amocana-romlis-amoxsnac-yvelas-unda-sheedzlos-magram.html

https://www.google.ge/search?q=ლოგიკური+ამოცანები&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ved=2ahUKEwiCk-Lxw8DeAhUr4YUKHfcyDcgQsAR6BAgGEAE& https://web.facebook.com/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-1551122761819886/







მეექვსე  შეხვედრა

 საწრეო მუშაობის მორიგი შეხვედრა.
 წრის მუშაობის
თემა:ჩვენ და გეომეტრია.
 ,,პატარა მატემატიკოსები" ხალისით მუშაობენ წრის შეხვედრებზე. დაასახელეს გეომეტრიული ფიგურები,როგორც სიბრტყითი ,ასევე სივრცითი. დაინახეს მათ შორის განსხვავება.დაასახელეს სივრცით ფიგურებში წიბოს,წახნაგის და წვეროს რაოდენობა. მეორე კლასელებმა დაახასიათეს და დახატეს სიბრტყითი გეომეტრიული ფიგურები.
   გამოთვალეს ბრტყელ ფიგურათა პერიმეტრები. შექმნეს სივრცითი ფიურების მოდელები.












26.11.2018 წელი. საწრეო მუშაობის მეშვიდე შეხვედრა.


   26 ნოემბერს ,რიგით მეშვიდე,  მეტად მნიშვნელოვანი,საინტერესო და სახალისო საწრეო მუშაობა გვქონდა. წრის სამუშაო თემა იყო  ნატურალური რიცხვების გამრავლება და გაყოფა. მეოთხე კლასელებმა გაიხსენეს ნატურალური რიცხვების  გამრავლება და გაყოფა სხვადასხვა სახის აქტივობებით. ამოხსნეს ამოცანები და მაგალითები.
      მეორე კლასელები კი,რომელთაც გამრავლება და გაყოფა პითაგორას ცხრილით ჯერ არ უსწავლიათ,ხალისით მუშაობდნენ მანიპულატივებით. გროვებად მოცემულ 32,45,72 და ა.შ.რიცხვებს ყოფდნენ ტოლ შესაკრებებად. ტოლ შესაკრებთა გროვებს კრებდნენ და ასახელებდნენ ჯამს. ბოლოს კი, საინტერესოდ შეაჯამეს დღევანდელი შეხვედრა.







საწრეო მუშაობის მერვე  ( 06.12 .2018წ ) შეხვედრა

თემა: მათემატიკა ჩვენს ირგვლივ.
           ჩვენ და მათემატიკა.
საწრეო მუშაობის მიზანია: გაიაზრონ და დაინახონ მატემატიკის მნიშვნელობა არასაგაკვეთილო პროცესის მიღმა.  ,, მაღაზიაში"-ქცევის და საქონლის ყიდვა-გაიდვის უნარ-ჩვევების განვითარება.

მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს ამოცანებზე. გაითამაშეს ,,მაღაზიობანა",სადაც ,,სათამაშოების მაღაზიაში" ყიდულობდნენ ნივთებს და გამყიდველი უბრუნებდა ხურდას. აქვე გაიაზრეს მაღაზიაში რიგში დგომის პრინციპი. 














საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრა:  20.12.2018 წ.


20 დეკემბერი, ჩავატარეთ საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრის თემა:  ცხრილები და პიქტოგრამები.
მიზანი: მოსწავლეებმა ,,წაიკითხონ" ცხრილები და პიქტოგრამები. 
 შეძლონ მონაცემების დახარისხება და წარმოდგენა ცხრილების და პიქტოგრამების სახით.
 მოწავლეებმა გაარჩიეს და უპასუხეს კითხვებს შედგენილი ცხრილების   და პიქტოგრამების მიხედვით.ასევე ჩაატარეს გამოკითხვები და კლასში მიღებული ინფორმაციით თვითონ შექმნეს ანალოგიური ცხრილები და პიქტოგრამებიც.

























No comments:

Post a Comment