სასწავლო პოექტი ,,მინიმუზეუმი"სკოლაში
მეოთხე კლასში ,,მე და საზოგადოების" საგანში გავაკეთე პროექტი თემაზე: ,,მინიმუზეუმი" სკოლაში.პროექტი გრძელდებოდა სამი კვირა. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები აგროვებდნენ და ქმნიდნენ სამუზეუმო ,,ექსპონატებს". ერთი ჯგუფი მუშაობდა ,,ხელოვნების მუზეუმზე", მეორე ჯგუფმა შექმნა ,,ფულის მუზეუმი". ყველაფერს საბოლოო სახე მიეცა 2018 წლის 22 ნოემბერს.ჯგუფებმა გამოფინეს ექსპონატები,გაუკეთეს შესაბამისი წარწერები,სადაც აღნიშნეს ნივთის დასახელება,დანიშნულება და ასაკი.გამოუშვეს საინფორმაციო აფიშადა ,სადაც ამცნობდნენ მუზეუმის დაარსებას და ადგილმდებარეობას.პრეზენტაციის დროს მოირგეს გიდის როლი,თავის მოტანილ ნივთებს აცნობდნენ თანაკლასელებს.
No comments:
Post a Comment