Thursday, October 25, 2018

მათემატიკის საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა.

,,პატარა მათემატიკოსების" საწრეო მუშაობის დღევანდელი თემა იყო: ნატურალური რიცხვების შედარება.
მიზანი:ნატურალური რიცხვების გამოსახვა,შედარება და დალაგება პოზიტიური სისტემის გამოყენებით.
გამოყენებული აქტივობები: 

  • ნატურალური რიცხვების გამოსახვა.
  • დაასახელეთ რომელი რიცხვია მეტი?
  • დაასახელეთ რომელ რიცხვია ნაკლები?
  • შეადარეთ რიცხვები.
  • დაალაგეთ ზრდადობის მიხედვით
  • დაალაგთ კლებადობის მიხედვით
  • ამოიცანით ჭეშმარიტი უტოლობა.
  • გადახაზეთ მცდარი უტოლობა.


დავალების ბარათები

 გარდა იმისა ,რომ ბავშვები წერდნენ და ანგარიშობდნენ აქტივობის წინასწარ შედგენილ ბარათებზე,ასევე ასრულებდნენ პრაქტიკულ სამუშაოს: საგანთა გროვების შედარებაზე, დანომრილი ბარათების და დანომრილი საგნების  კლებადობის და ზრდადობის მიხედვით დაწყობაზე. 
 ბავშვებს მოსწონთ წინასწარ შედგენილი სხვადასხვა სახის აქტივობის ბარათები და დიდი მონდომებით ხსნიან დავალებებს. გასათვალისწინებელ მაქვს შემდეგ მეცადინეობაზე კიდევ უფრო ბევრი გავხადო სავარჯიშოების რაოდენობა. 



No comments:

Post a Comment