იამზეს ბლოგი
Friday, July 5, 2019
Friday, June 14, 2019
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ- მაყურებლები და მსახიობები"
მიმდინარე სასწავლო წლის 13 ივნისს, სასწავლო პროექტის ,, ჩვენ-მაყურებლები და მსახიობები" ფარგლებში ჩავატარეთ კიდევ ერთი აქტივობა/ ღონისძიება სახელწოდებით: ,,საზოგადოება-ჩემი ქვეყანა". მეოთხე კლასელებმა ამ ღონისძიებით შეაჯამეს სასწავლო საგანი -,,მე და საზოგადოება".სასწავლო პროექტი ,,ჩვენ -მაყურებლები და მსახიობები" ,გეგმიურად ითვალისწინებდა, მოსწავლეები თვითონ ყოფილიყვნენ მსახიობები, მოერგოთ სასცენო როლები და ასე წარმოეჩინათ ნასწავლი თემატიკა თეატრის, სპექტაკლის და მსახიობების შესახებ. ისინი წარსდგნენ სკოლის სცენაზე მშობლების, პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეების წინაშე. ეს იყო, ჩვენი პროექტის პეზენტაცია.
Tuesday, June 11, 2019
Saturday, April 6, 2019
სასწავლო პროექტი ,,ჩვენი წინაპრები"
05.04.2019 წელი
კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასელებმა დაამთავრეს სასწავლო პროექტზე ,,ჩვენი წინაპრები" მუშაობა და მოვაწყვეთ პრეზენტაცია. ასევე შექმნეს სამახსოვრო ბროშურები ქართველ მეფეებზე: დავით აღმაშენებელზე და თამარ მეფეზე.
მოსწავლეები ინტერესით და მაღალი მოტივაციით მუშაობდნენ დაკისრებულ დავალებებზე. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პრეზენტაციების მომზადებაში, მასალის მოძიებაში.
ფოტოები მუშაობის დროს და პრეზენტაციაზეა გადაღებული.
Thursday, March 21, 2019
Wednesday, March 6, 2019
საზაფხულო სკოლა/ბანაკის რეფლექსია
საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის
მეორე საჯარო სკოლაში 2018 წლის 16 ივლისიდან 20 ივლისის ( 10:00 -დან 15:00 ) ჩათვლით
,დაწყებითი კლასების ( I;II; III ;IV ) მოსწავლეებისთვის მოვაწყვეთ საზაფხულო
სკოლა/ბანაკი ,,ლილეო”.
ბანაკის შექმნის აქტუალურობა განაპირობა
სოფლის ბავშვების არდედეგების გამრავალფეროვნების
იდეამ. რომელიც დამებადა ჩემს მახლობლად მცხოვრები სკოლის ბავშვებზე დაკვირვებით. ისინი,
ვინც ვერ მიდიოდა დასასვენებლად ზღვაზე,ან თუნდაც სხვაგან,სხვა სოფელში,სხვა ქალაქში
, ან კიდევ,ვინც ჩამოვიდა სოფელში ქალაქიდან,რაიონიდან არდედეგებს ატარებდა უინტერესოდ და ერთფეროვნად,
ყოველგვარი შემეცნებითი და აქტიური ცხოვრების გარეშე. სურვილი გამიჩნდა ასეთი ბავშვებისთვის
მომეწყო რაღაც სახალისო , გასართობი გარემო, სადაც ეს პატარები გააქტიურდებოდნენ საგანმანათლებლო
თვალსაზრისით,კერძოდ: წაიკითხავდნენ წიგნებს, იმსჯელებდნენ ლოგიკურად,მოყვებოდნენ საინტერესო
ამბებს .თამაშ-თამაშით, საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებული ფორმით მიიღებდნენ ბევრ
საჭირო და საინტერესო ინფორმაცის.
დავუკავშირდი ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ გელა
მაჭარაშვილს და გავაცანი ჩემი იდეა ,რომ სურვილი
მქონდა გამეკეთებინა საზაფხულო სკოლა/ბანაკი.რა თქმა უნდა მივიღე თანხმობა და ხელშეწყობაც
საჭირო რესურსებით აღჭურვაში. საზაფხულო ბანაკს დავარქვით სახელი ,,ლილეო“ ,რომელიც
მზის საგალობელს ნიშნავს სვანურად:
ლ-იდერები ;
ი-ნიციატიურები ;
ლ-ოიალურები;
ე-ნთუზიასტები ;
ო-პტიმისტები:
საბოლოოდ ბანაკის შექმნის მიზანმა ასეთი სახე
მიიღო: ბანაკმა ხელი შეუწყოს
ა) მოსწავლეთა გააქტიურებას
საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიმართულებით;
ბ) გაგება/გააზრებასა
და ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
გ) ცხოვრების ჯანსაღი
წესის ხელშეწყობას.
შევიმუშავე საზაფხულო სკოლა/ბანაკი ,,ლილეო“-ს
სამუშაო პროგრამა ,აგრეთვე ყოველდღიური საათობრივად გაწერილი დღის წესრიგი და სკოლის
ბლოგზე და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ინფორმაცია ბანაკის მუშაობის შესახებ.აგრეთვე
გამოვაკარი კიდეც სხვადასხვა ადგილებში საინფორმაციო განცხადება ,რათა სოც.ქსელისთვის
ხელი ყველას არ მიუწვდებოდა.გავუგზავნე მშობლებს საინფორმაციო ანკეტა შესავსებად.
როცა დაგვიკავშირდნენ მშობლები და სურვილი გამოთქვეს
შვილები ბანაკში ეტარებინათ,მიმართეს დირექციას განცხადებით ( თან ერთვის რეფლექსიას რამოდენიმე მშობლის დასკანერებული ანკეტა
და განცხადება), ამით ბანაკის ხელმძღვანელმა მასწავლებლებმა თავიდან ავიცილეთ ის რისკი,რაც
შეიძლება შორიდან მოსული ბავშვის ტრანსპორტირებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. სხვა
მხრივ ბანაკში იყო უსაფრთხო გარემო და დიდი სივრცე სპორტული აქტივობებისთვის. თუმცა
ხიფათი უცაბედიაო და ამ შემთხვევისთვისაც მზად ვიყავით; შეიძლებოდა პირველადი დახმარების
აღმოჩენა (სპირტი, დოლბანდი, ბამბა,სუპრასტინი )თუ სპორტული აქტივობის ან/და ლაშრობის
დროს რამე უცაბედი შემთხვევა ყოფილიყო.
აქვე მქონდა გათვალისწინებული ელექტროენერგიის
გათიშვის შემთხვევა.ასეთ დროს პროექტორით ვერ
ვაჩვენებდი ფილმებს და ლეპტოპით შეიძლებოდა ფილმის ჩვენება( მაღალი ადგილიდან,ყველას
რომ კარგად დაენახა)/ან და გამოგვეყენებინა სკოლის ელექტრო გენერატორი.
ბანაკში სამივე მასწავლებელს გამიჯნული გვქონდა
ჩვენი დავალებები და პასუხიმგებლობა თვითოეულ დავალებაზე,მაგრამ იყო ისეც რომ სამივე
ჩართული ვიყავით ერთობლივ აქტივობებში,მაგ: ასფალტზე ხატვას,ფაზლის აწყობას, ლაშქრობას
სამივე ვხელმძღვანელობდით.
რაც შეეხება პირადად
ჩემს მუშაობას,როგორც უკვე ავღნიშნე ინიციატივა ჩემიდან წამოვიდა და შესაბამისად ბანაკის
ორგანიზაციულ საკითხებს მე ვუხელმძღვანელე. კერძოდ: შევადგინე და შევავსებინე ( მშობლის
და მოსწავლის )ანკეტები და შეფასების /გასასვლელი
ბარათები. ბანაკის მიზანი და ყოველი დღის გეგმა /განრიგი გამოვაკარი კედელზე და ვუძღვებოდი
ყოველი დღის მსვლელობას საათობრივად გაწერილი
დღის წესრიგის მიხედვით.
დღის წესრიგის გათვალისწინებით ვაჩვენე საბავშვო
ფილმები : ,,დედობილი“ ; ,,ხარბი“ ; ,,ურჩი ბეკეკა“. მოვამზადე საინტერესო პრეზენტაცია
საქართველოს კუთხეებზე და მოსწავლეებს გავაცანი
ამ კუთხეების მნიშვნელობა ტურიზმის დაინტერესების კუთხით,რა თქმა უნდა პატარებისთვის
მარტივად და გასაგებად.
ბანაკი ,,ლილეოს“
მეხუთე დღეს, ყველა მოსწავლეს დავურიგე სიგელი, ბანაკში მონაწილეობის მიღებისთვის.აქვე
ავღნიშნავ,რომ უფრო კარგი და ეფექტური იქნებოდა, დამეწესებინა სხვადასხვა ნომინაციები
და სიგელები ამ ფორმით მიეღოთ ბანაკის მონაწილეებს.
ბანაკის მუშაობის მეორე დღიდან შემოგვიერთდა ჩვენი სკოლის ამერიკელი
მოხალისე,რომელიც ყველა სპორტულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.აღსანიშნავია,ის
რომ ჩვენს ბანაკში მონაწილეობა მიიღეს რაიონის სკოლის და სოფელში სტუმრად მოსულმა ბავშვებმა.
ბანაკში 27-30 მოსწავლე მონაწილეობდა.
უნდა აღვნიშნო,რომ მსგავსი ტიპის საზაფხულო სკოლა/ბანაკში
მუშაობის გამოცდილება არ მქონია და ეს ბანაკი ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო.ზოგადად,ბანაკი ,,ლილეოს“ მუშაობას დადებითად
ვაფასებ და შემიძლია ვთქვა,რომ ბანაკი შედგა. ასეთი სახის ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს
კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. იზრდება მათში თვითშეფასების უნარი, ხდებიან
აქტიურები სხვადასხვა მიმართულებით. შესაძლოა ჩემი ,როგორც ბანაკის ლიდერის მუშაობაში
იყო ხარვეზები, მაგრამ გამოსწორებადი.თუნდაც, სხვა დროს მსგავსი ბანკის ხელმძღვანელობის
შემთხვევაში აუცილებლად თვითონ ჩავრთავდი მოსწავლეებს ბანაკის სამუშაო პროგრამის შედგენაში
და როგორც ზემოთ ავღნიშნე დავაწესებდი სხვადასხვა საინტერესო ნომინაციებს,რის მიხედვითაც
სიგელებს გადავცემდი.
ბანაკის ,,ლილეო“-ს
ხელმძღვანელი:
იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი
2018
წელი.
Wednesday, December 26, 2018
სამოდელო გაკვეთილი
დღეს, 26 დეკემბერს , მეოთხე კლასში მათემატიკაში ჩავატარე სამოდელო გაკვთილი-პრობლემაზე ორიენტირებული. გაკვეთილის თემა: შესაკრების უცნობი კომპონენტის პოვნა. გაკვეთილზე გვესწრებოდნენ კორბოულის მეორე საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები.
გაკვეთილი იყო საინტერესო, ბავშვებმა შესანიშნავად გამოკვეთეს პრობლება, რომელიც უცნობი კომპონენტის პოვნას ეხებოდა; მოძებნეს პრობლემის გადაჭრის გზები; იმუშავეს წყვილებში, ინდივიდუალურად და დიფერენცირებული ჯგუფებით.
გაკვეთილმა კარგი შეფასება მიიღო.მადლობა ჩვენს ფასილიტატორს: მანანა ტაბატაძეს, შეფასების ჯგუფს და ჩემს მეოთხე კლასელებს.
Subscribe to:
Posts (Atom)